რუსთაველის თეატრის მსახიობები, რომელიც სცენაზე სინდისის პატიმრების მხარდამჭერი მაისურით გამოჩნდა, სპექტაკლიდან ჩახსნეს

14.03.25 17:02
რუსთაველის თეატრის მსახიობები, რომელიც სცენაზე სინდისის პატიმრების მხარდამჭერი მაისურით გამოჩნდა, სპექტაკლიდან ჩახსნეს

შურისძიება მსახიობების წინააღმდეგ - რუსთაველის თეატრმა ანა ამილახვარი და კიდევ ორი მსახიობი სპექტაკლიდან ჩახსნა.

ხელოვანებს,  რომელიც სცენაზე სინდისის პატიმრების მხარდამჭერი მაისურით გამოჩნდნენ, მიწერეს რომ 
რობერტ სტურუას რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. სპექტაკლ "მიჯაჭვული პრომეთე" ამ საღამოს მათ ნაცვლად სხვა მსახიობებები იქნებიან.

ანა ამილახვარი ამბობს, რომ მსახიობებს ასევე გამოუცხადეს შენიშვნა.

მე და ჩემმა მეგობრებმა გავაჟღერთ, რომ სოლიდარულები ვართ სინდისის პატიმარების მიმართ. 6 თებერვალს უკვე გამოიცა ეს დადგენილება, სადაც აგვიხსნეს, რომ აღარ ვართ მოქმედი სპექტაკლის მონაწილეები, ასევე გვაქვს შენიშვნა მოცემული, რაც გულსიხმობს იმას, რომ შემდეგ ნებისმიერ შენიშვნაზე, ახლა რომ ინტერვიუს გაძლევთ, შეიძლება ესეც გახდეს მიზეზი მათი მხრიდან შენიშვნისა და მომხსნან საერთოდ თეატრიდან.

დადგენილებაში წერია: "სამმა მსახიობმა თვითნებურად განახორციელა შემდეგი ქმედება, კოსტიუმის შიგნით ჩაიცვეს მაისური, სააგიტაციო, პროპაგანდისტული მოსაზრებების გამომხატველი წარწერით და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ასეთი ფორმით"

არავითარ აგიტაციას არ ჰქონია აქ ადგილი. ცვენ რომ მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები ან ვინმეს გადადგომა, კი ბატონო... 

ასევე, ჩვენს კოსტუმებში ცვლილება არ შეგვიტანია, როდესაც დასრულდა სპექტაკლი მაშინ გავიხსენით ჩვენ კოსტუმები და დავანახეთ ხალხს ჩვენი პოზიცია. მე არ ვთვლი, რომ თეატრის რეპუტაცია შევლახე, მე პირიქით ვთვლი, რომ შელახული რეპუტაცია აღვუდგინე". - ამბობს ანა ამილახვარი "პირველებთან".

"პირველები" რუსთაველის თეატრის დასის გამგეს დაუკავშირდა, დავით უფლისაშვილი ამტკიცებს, რომ მსახიობებმა შინაგანაწესი დაარღვიეს. 

ბატონმა რობერტ სტურუამ და დავით საყვარელიძემ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ყველა სპექსტაკლიდან გათავისუფლდნენ. ჩვენ გვაქვს შინაგანაწესი, როცა მაყურებელს თავს უკრავენ, არ შეიძლება სხვა კოსტუმით წარდგომა", - ამბობს უფლისაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, რობერტ სტურუას რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის დასრულების შემდეგ მსახიობები ანა ამილახვარი და ნატალია ყულოშვილი მაყურებლის წინაშე გამოჩნდნენ მაისურებით რომელსაც ეწერა „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ და „თავისუფლება ანდროს და მზიას“
რუსთაველის თეატრის ლოჟაში კი საპროტესტო ბანერი იყო გაშლილი - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს"