გიორგი ჩიკვაიძე ცუდად იყო, სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა, ასევე შაქარი აქვს დავარდნილი - პაპიაშვილი

14.03.25 17:07
გიორგი ჩიკვაიძე ცუდად იყო, სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა, ასევე შაქარი აქვს დავარდნილი - პაპიაშვილი

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის თქმით, ჩიკვაიძე შიმშილობის შედეგად ცუდად იყო.

როგორც პაპიაშვილის სოციალურ ქსელში წერს, ჩიკვაიძეს სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა, ასევე შაქარი აქვს დავარდნილი.

მეგობრებო, როგორც იცით Giorgi Chikvaidze უკვე მესამე დღეა შიმშილობს და იღებს მხოლოდ წყალს.
მინდა, გაცნობოთ დღევანდელი დღის მონაცემებით მდგომარეობა, რაც იურისტმა მომაწოდა:
ცუდად იყო, სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა 130-140, რომელსაც დაბლა ვერ წევენ, ასევე შაქარი აქვს დავარდნილი.
უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება!
ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე", - წერს პაპიაშვილი. 

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.  

პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.