“ვერ მიაღწიეს შედეგს, არ შეშინდა ხალხი“ - ბაჩო ქაჯაიას საქმის განხილვის ვადა შსს-მ სამ თვემდე გაზარდა
რეჟიმი საჩივრებს ვეღარ აუდის, განხილვის ვადა დროში ვერ ესწრება, რის გამოც, დაჯარიმებული აქტივისტების საჩივრების განხილვა 1 თვიდან-3 თვემდე გაიზარდა.
სწორედ მსგავსი შეტყობინება მიიღო, მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამაც, რომელსაც დღეს უთხრეს, რომ “შსს ერთთვიან ვადაში ვერ ჩაეტია და განხილვის ვადა სამ თვემდე გაზარდეს.“
მსახიობის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ ძალიან ზუსტად და სწორად უპასუხა იმ გამოწვევას, რომელიც თავიდან დააყენა ე.წ. რეჟიმმა, დაჯარიმებებთან დაკავშირებით.
მოგვივიდა შეტყობინება, რომ ერთთვიან ვადაში ვერ ჩაეტია შსს და განხილვის ვადა სამ თვემდე გაზარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ ძალიან ზუსტად და სწორად უპასუხა იმ გამოწვევას, რომელიც თავიდან დააყენა ე.წ. რეჟიმმა, ამ დაჯარიმებებთან დაკავშირებით.
გვქონდა შეთანხმება, რომ დისკის საშუალებით უნდა გამოეგზავნათ ფოსტით ჩემთან, რადგან ძალიან მაღალი ხარისხის არის ეს ვიდეომასალები, რომლებიც ამ კამერებით არის არის გადაღებული, დისკზე არ ეტევა და 128 გიგაბაიტინია მეხსიერების ბარათი მოვიტანე იმისთვის, რომ ჩაიტვირთოს. აქვე მკითხეს თანამშრომლებმა, მეგობრულად, რამე ახალს ხომ არ იღებთო და მე ვუთხარი, რომ რუსთაველზე ვდგავართ და ჩვენ გვიღებენ ძალიან მაღალი ხარისხის კამერებით და ამით ცდილობენ დაგვაჯარიმონ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და იქეთ ავიღოთ ჰონორარები-მეთქი.
ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, არ შეშინდა ხალხი და ისევ გამოდის რუსთაველზე, - განაცხდა ბაჩო ქაჯაიამ.
აღმოუფხვრელი ხარვეზი სისტემაში და ოქმების მაძიებელი დაჯარიმებული მოქალაქეები-რეჟიმი საჩივრებს ვეღარ აუდის.
“პირველებს“ მოქალაქეები უყვებიან, რომ უკვე კვირებია ეძებენ ოქმებს, რათა ჯარიმა გაასაჩივრონ. გადატვირთულია სასამართლოებიც. ასობით გამოწერილი ჯარიმის გამო, მოქალაქეებს დასაბუთებას უკან ვერ უბრუნებენ და ვერც იმას ეუბნებიან, როდის მოხდება მათი საჩივრის განხილვაც.
მოქალაქეები ამბობენ, რომ პროცედურულად და სამართლებრივად გააგრძელებენ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.