უწყვეტი პროტესტის 107-ე დღე - გორში აქცია იმართება

14.03.25 18:33
უწყვეტი პროტესტის 107-ე დღე - გორში აქცია იმართება

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 107-ე დღეა - გორში, საკრებულოს წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც "ქართული ოცნების" პოლიტიკას ემიჯნებიან.

პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ამბობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ძალაუფლება არჩევნების გაყალბებით შეინარჩუნა, სწორედ ამიტომ მოქალაქეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მოთხოვნათა შორის არის საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებაც, რადგან გორის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა სინდისის პატიმრები ოთხ კედელში უკანონოდ გამოკეტა. 

პუტინის და რუსეთის საქმეს დღეს ე.წ. ხელისუფლება აკეთებს, რომელიც გაყალბების გზით მოვიდა უკვე მეოთხედ. ყველაფერს ცდილობს, რომ რუსეთისკენ წაიყვანოს ჩვენი ქვეყანა. მისი ქმედებები არის აქეთკენ მიმართული, პუტინის არგაღიზიანების პოლიტიკისკენ. ამიტომ არის, რომ აშშ-მა პარტნიორობა გაწყვიტა საქართველოსთან. მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპულ რელსებზე დავაბრუნოთ". - განაცხადა მოქალაქემ.