ბუმერანგის ეფექტი - შსს დაჯარიმებული მოქალაქეების საჩივრებს ვეღარ აუდის
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა საჩივრებს ვეღარ აუდის. სისტემა გაიჭედა. გომელაურის უწყებას დაჯარიმებული მოქალაქეები ჯარიმების ოქმებს საჩივრების სახით უკან უბრუნებენ. მსახიობ ბაჩო ქაჯაიას დღეს შეატყობინეს, რომ 3 თვეში იმსჯელებენ გასაჩივრებული ჯარიმის ოქმის შესახებ.
გომელაურის უწყება რთულ მდგომარეობაშია. ჯერ პოლიციელებს დემონსტრანტების ჯარიმები კარდაკარ ატარებინა, ახლა კი ამ გასაჩივრებული ჯარიმების განხილვას შსს-ს იურისტები ვეღარ აუდიან.
კანონით შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთთვიანი ვადა აქვს გასაჩივრებული ჯარიმების განსახილველად, თუმცა ახლა მომიტინგეებს უკვე წერილობით აცნობებენ, რომ საჩივარზე პასუხს არა ერთ თვეში, არამედ სამ თვეში დაუბრუნებენ.
გომელაურის უწყების მოტივი პოლიციელების კარდაკარ ტარების იყო, ერთი მხრივ, მოქალაქეების ტერორი, მეორე მხრივ, გადატვირთული სასამართლოს განტვირთვა, თუმცა ახლა ივანიშვილის რეჟიმი უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.