"არ დავთმობთ თავისუფლებას" - ახალციხეში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გორის პარალელურად, ამ წუთებში საპროტესტო აქცია ახალციხეშიც იმართება - მოქალაქეები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით გამოვიდნენ.
"არ დავთმობთ თავისუფლებას" - სკანდირებენ პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები, რომლებიც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ.
მოქალაქეები ქუჩაში საქართველოს დროშებით ხელში დგანან, ასევე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის მქონე ტრანსფარანტებიც.
მსგავსი სიახლეები
02.09.26 13:38
„ძირს მახოხიალეს, მირტყეს და ძალადობით გამომაგდეს“ - თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ჩხრეკის დეტალებზე
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ვიდეოგადაღებისთვის ხელის შეშლა შესაძლოა ჩხრეკის დროს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ შესაძლო უკანონო ქმედების დაფიქსირების თავიდან აცილებას უკავშირდებოდა.