დაშინება და მუქარა სიცოცხლის მოსპობით - რეჟიმმა მიზანში იუმოსრისტები ამოიღო

14.03.25 20:47
დაშინება და მუქარა სიცოცხლის მოსპობით - რეჟიმმა მიზანში იუმოსრისტები ამოიღო

დაშინება და მრავალჯერადი მუქარა სიცოცხლის მოსპობით - ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ იუმორისტული ნომრების მომზადების გამო რეჟიმმა მიზანში ამჯერად ვასო ფხაკაძე ამოიღო. იუმორისტს ანგარიშწორებით ყოფილი მეზობელი ემუქრება. საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების გამო მსახიობმა საჩივარი თბილისის პროკურატურაში შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ტვ პირველის კამერამ გადაიღო, ფხაკაძეს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ამტკიცებს, რომ მამაკაცი ყოფილი პოლიციელია.

მუქარის პარალელურად, მამაკაცი 2 წლის წინანდელ ისტორიას იხსენებდა. საუბარია „ვანოს შოუში“ ვასო ფხაკაძის მიერ მოყოლილ ამბავზე, სადაც კონკრეტული ადამიანი დასახელებული არ არის.

რეჟიმი იუმორისტებს „ქართული ოცნების“ გაშარჟებისთვის რომ სჯის, გასულ კვირას, ნიდერლანდებში მიშა ანდღულაძეზე თავდასხმითაც დასტურდება. ვასო ფხაკაძის საჩივარს დოკუმენტური და ვიდეო მტკიცებულებები, მათ შორის, ე.წ. „სქრინები“ დაერთო, სადაც ნათლად ჩანს, როგორ წერენ ტროლ-ბოტები ძალადობის წამახალისებელ კომენტარებს და შემდეგ მსხვერპლად სწორედ მას [ფხაკაძეს] მოიხსენიებენ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.