2 მლნ-ის შესყიდვა ტენდერის გარეშე - კორუფციის რისკები გომელაურის უწყებაში

2 მლნ გომელაურმა ბიუჯეტიდან გამარტივებული წესით დახარჯა, რომ სპეცრაზმელები და პოლიციელები გამოეკვებათ. მაშინ, როცა მთელი საპოლიციო ძალა ქუჩაში ხალხის საცემად და დასარბევად ჰყავდათ გამოყვანილი, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300 ათასი ლარი აღარ ეყოთ, მაგრამ მოძალადე პოლიციელების გამოკვებაზე კომპანიებმა უარი თქვეს.
2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ტენდერი ჩაეშალა, შემდეგ ხელშეკრულებები უკონკურსოდ, გამარტივებული წესით გააფორმეს. 24 შესყიდვა 2 მლნ-ზე მეტი დაჯდა, მონაცემები "ფლანგვის დეტექტორმა" დათვალა.
2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, 5 ჩაუვარდათ. ამის პარალელურად, ფორმდებოდა უკვე გამარტივებული წესით ხელშეკრულებები. მოთხოვნებში ვკითხულობთ, რომ გომელაური წინასწარ ვერ გათვლიდა, მაგალითად, დეკემბრის მოვლენებს, პოლიციას კი კვება სჭირდება, რომ მართლწესრიგი დაიცვას. ეს ის დროა, როცა დემონსტრანტებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და უსწორდებოდნენ.
2025 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე თითქოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით ლანჩის ნაკრების შესაძენათ ბიუჯეტიდან თითქმის 57 ათასი ლარის დახარჯვის უფლება მიიღო. სანამ გომელაური უშედეგოდ ცდილობდა ტენდერების ჩატარებას, 2024 წელს 2 მლნ 134 ათასი ლარი პირდაპირ დაიხარჯა პოლიციელების გამოსაკვებად.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.