27 წლის კაცის მკვლელობისთვის ბრალდებული შესაძლოა, გარეთ აღმოჩნდეს - რატომ ვერ დგება განაჩენი?

14.03.25 20:40
27 წლის კაცის მკვლელობისთვის ბრალდებული შესაძლოა, გარეთ აღმოჩნდეს - რატომ ვერ დგება განაჩენი?

არჩილ წუწუნავას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე კვირაში, სასჯელის გარეშე დატოვოს. 27 წლის ახალგაზრდა ბიჭი გასული წლის ზაფხულში შეყვარებულის თვალწინ მოკლეს. არსებობს როგორც მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე ათობით მოწმე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ საბოლოო განაჩენი დამდგარიყო.

მოკლულის ახლობლებს აქვთ ეჭვი, რომ პროცესი პროკურატურასთან გარიგებით, ხელოვნურად ჭიანურდება. 8 თვე საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ 12 წევრისაგან შემდგარი ნაფიცმსაჯულთა კოლეგია შექმნილიყო. თუ 14 აპრილამდე ნაფიცმსაჯულების შერჩევა არ მოხდა, 9 თვიანი ვადა ამოიწურება და ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული გარეთ, თავისუფალი აღმოჩნდება.

27 წლის მოკლული ახალგაზრდას ოჯახი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ბრალდების მხარე კი ნაფიცმსაჯულთა აცილებას აგრძელებს, რაც დროს კიდევ უფრო წელავს. ამ დრომდე პროკურატურა ნაფიცმსაჯულთა შერჩევას აჭიანურებს, რაც მოკლულის ოჯახის წევრებს აფიქრებინებს, რომ წარსულში ნასამართლევი 29 წლის რე­ვაზ ცე­ცხლა­ძე, სავარაუდოდ, სასჯელის გარეშე დარჩება.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.