მდინარე არაგვის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

14.03.25 21:11
მდინარე არაგვის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა.  

უწყების ცნობით, დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება.