"ვალერი თეთრაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია" - სინდისის პატიმრის ადვოკატი

14.03.25 22:38
"ვალერი თეთრაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია" - სინდისის პატიმრის ადვოკატი

"ბატონ ვალერი თეთრაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია" - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში რეჟიმის მიერ ჯგუფურ ძალადობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა. 

სინდისის პატიმრის უფლებადამცველი ამბობს, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ერთადერთ და მთავარ მტკიცებულებად მასმედიის საშუალებით გავრცელებული კადრები წარადგინა, სადაც ჩანს, რომ თეთრაშვილი სამართალდამცველს გამოყენებული პიროტექნიკის მუყაოს ესვრის, თუმცა შსს-ს თანამშრომელი ამით არანაირ დაზიანებას არ იღებს. 

ბატონ ვალერი თეთრაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია. ბატონი ვალერი არცერთ დაკავებულს არ იცნობს, ისინი პირველად სასამართლო პროცესზე შეხვდნენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის ყველაზე მნიშვნელოვან და ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს მასმედიის საშუალებით გავრცელებული კადრები. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მიმდინარეობდა აქციები და ორივე მხარეს იყვნენ დაშავებული ადამიანები. აღნიშნული ადამიანები არ ყოფილან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან დაზარალებულები და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან ერთად მსხდომი ადამიანიდან დაზიანებული. კადრებში აღბეჭდილია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა მის ქმედებას ინდივიდუალურად არ მოყოლია არცერთი სამართალდამცველის დაზარალება." - განაცხადა ირმა ჭკადუამ. 

ცნობისთვის, ვალერი თეთრაშვილი პროევროპული აქციების ფარგლებში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს