საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთი ეტაპი შსს-ს სასაზღვრო პოლიციაშიც განხორციელდა - ცქიტიშვილი

14.03.25 23:02
საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთი ეტაპი შსს-ს სასაზღვრო პოლიციაშიც განხორციელდა - ცქიტიშვილი

"ერთ-ერთი ეტაპი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვების შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაშიც განხორციელდა" - ამის შესახებ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, კარლო ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, მის შემთხვევაში, ის სტრუქტურული ერთეული გააუქმეს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა - "სისტემისთვის არასანდო იმის გამო გავხდი, რომ ალბათ, ჩემი პოზიცია იყო მკვეთრად განსხვავებული იმისგან, რა მიმართულებითაც თავად მოძრაობენ".

ერთ-ერთი ეტაპი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვების შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაშიც განხორციელდა. აქ პროცესმა ჩუმად ჩაიარა. გათავისუფლდა საკმაოდ ბევრი ადამიანი. ისე მოხდა ამის ორგანიზება, რომ ის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, მთლიანად გაუქმდა. მე სამსახურის დატოვება მომიწია. ეს პროცესები იანვრის ბოლო დღეებში დაიწყო. უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს. ჩემი სამოქალაქო და პოლიტიკური პოზიცია ცნობილია. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვიოს. სისტემისთვის არასანდო იმის გამო გავხდი, რომ ალბათ, ჩემი პოზიცია იყო მკვეთრად განსხვავებული იმისგან, რა მიმართულებითაც თავად მოძრაობენ". - განაცხადა კარლო ცქიტშვილი.