მკვლელობა ვაკეში - რა კავშირი აქვს მოკლულს ე.წ კანონიერი ქურდთან
მკვლელობა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლული ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძე ბიზნესებს ფლობდა, ის თბილისში რამდენიმე დღით პანაშვიდისთვის იყო ჩამოსული და დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან ჩასაფრება მოუწყეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
ცნობისთვის, მომხდარისას მსუბუქად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.