შტატების გზავნილები "ოცნებას" - რას ფიქრობენ ოპოზიციაში
სენატი MEGOBARI Act-ის განსახილველად ემზადება - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, რობინ დანიგანისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა სენატში, როდის უნდა დაწყებულიყო MEGOBARI Act-ს განხილვა და თარიღის ჩანიშვნაც სწორედ ერთგვარი გზავნილია "ოცნებისთვის", რომ 27 მარტამდე მოიფიქროს, როგორ აგრძელებს ამერიკასტან ურთიერთობას.
დემოკრატიის უკუსვლა, რაც პრობლემა ამერიკისთვის, პრობლემა ჩინეთთან, ირანთან ურთიერთობა და არის წითელი ხაზები ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის, რაც "ქართული ოცნება" ამერიკის წინააღმდეგაც აკეთებს. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სწორედ 27 მდე "ქართულ ოცნებას" აქვს დრო, როგორ აგრძელებს ამერიკასთან ურთიერთობას", - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
"ძლიერი საქართველოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, "ოცნების" წევრებმა იციან, რომ განწყობები, რომელიც უახლოეს დღეებში სენატში დაფიქსირდება, ივანიშვილის რეჟიმისთვის სახარბიელო არ იქნება.
დათუნაშვილი ასევე ფიქრობს, რომ მაკა ბოჭორიშვილის და ელჩის შეხვედრა ადასტურებს, რომ დანიგანმა ივანიშვილის მინისტრს ტრამპის ადმინისტრაციის გზანილები მიუტანა და სწორედ ამიტომ შემოიფარგლა საელჩო მშრალი განცხადებით.
როგორი ისტერია დაიწყეს "დიფთ სთეითთან" დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მათ იციან, რომ ის განწყობები, რომელიც დაფიქსირდება უახლოეს დღეებში კონგრესში და შემდეგ სენატში, არ იქნება სახარბიელო ივანიშვილის რეჟიმისთვის და ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. იმისთვის, რომ სწორი დასკვნა გამოვიტანოთ მაკა ბოჭორიშვილის და ელჩის შეხვედრიდან, უნდა ვიხილოთ შეერთებული შტატების საელჩოს Facebook გვერდი. ფოტოც კი არ დევს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ელჩმა მიუტანა ბოჭორიშვილს ის გზავნილები, რომელიც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას და იყო საკმაოდ მშრალი და მკაცრი განცხადება ", - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
"გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით კი, ის რომ "Megobari აქტის" განხილვა იწყება შეერთებული შტატების სენატში, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერას ასახავს და ივანიშვილის რეჟიმს დამატების სანქციებს უქადის, ეს არის რეალური მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი იღებს.
ის რომ "Megobari აქტის" განხილვა იწყება თვის ბოლოს შეერთებული შტატების სენატში, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერას ასახავს და ივანიშვილის რეჟიმს დამატების სანქციებს უქადის, ეს არის ის რეალური მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი იღებს შეერთებული შტატების მხრიდან. ელჩთან შეხვდა მაკა ბოჭორიშვილთან მოხდა მისი შეერთებული შტატების ვიზიტის შემდგომ, სადაც არ ჰქონია არანაირი ოფიციალური შეხვედრა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი არასერიოზულ დამოკიდებულს აჩვენებს", - ამბობს თეონა აქუბარდია.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI Act-ს 27 მარტს განიხილავს