დევნილებისა და ომის ვეტერანების მძიმე ცხოვრება - "ძლიერი საქართველო" საკითხის განსახილველად გორში ჩავიდა

15.03.25 15:43
დევნილებისა და ომის ვეტერანების მძიმე ცხოვრება - "ძლიერი საქართველო" საკითხის განსახილველად გორში ჩავიდა

დევნილებისა და ომის ვეტერანების მძიმე ყოველდღიური ცხოვრება - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები ამ საკითხის განსახილველად გორში ჩავიდნენ.

პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა, ვატო სურგულაძემ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემის შესახებ კოალიციის გეგემები და ხედვები გააცნო.

რა შეიცვლა იმის შემდეგ, რაც არალეგიტიმური მთავრობა ვითომ და მოვიდა ხელისუფლებაში. შეიცვალა, რამე გარდა იმისა, რომ გვაშინებენ, გვირტყამენ, გვაჯარიმებენ და ციხეებში გვსვამენ. იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემა ეს არის შშმ პირების პრობლემა, რომელიც ყველგან არის და ეს არის ვეტერანების პრობლემა. არაფერი არ იცვლება. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა გაკეთეს, რამდენად სწრაფად უნდა გაკეთდეს და გამოსწორდეს. რაც შეიძლება მალე. პოლიტიკური ნება სჭირდება პრობლემური საკითხების გადაჭრას, იგივე 45-ლარიანი შემწეობა, ეს კომპენსაციაა, შემწეობა არ არის, რასაც ვითომ და ცრუ მთავრობა და ცრუ ხელისუფლება აძლევს", - ამბობს ვატო სურგულაძე.

კოალიციის კიდევ ერთი წევრი აცხადებს, რომ რუსული ოკუპაციის გამო დევნილების ცხოვრება გაუსაძლისია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სახლებიდან გამოქცეული ხალხის ყოველთვიური დახმარება წლებია სულ რაღაც 45 ლარს შეადგენს. 

იძულებით გადაადგილების საშუალო ანაზღაურება არის 45 ლარი, რომელსაც ე.წ. ხელისუფლება ეძახის შემწეობას ეს უკვე იმ მოსახლეობის, იმ ხალხის შეურაცხმყოფელი სიტყვებია, რომელსაც ეძახიან შემწეობას. მთავრობის ვალდებულებაა, რომ ის 45 ლარიანი დაფინანსება კი არა მისცენ ის დაფინანსება. რომლითაც შეძლებენ ოჯახის რჩენას მინიმალურად მაინც. არ დაინტერესებულან არასოდეს, როგორ ცხოვრებენ ვეტერანები, იმ ასი ლარით რა ცხოვრების უნარიანებს ქმნიან, არ დაინტერესებულან მათ ბინები აქვთ თუ არა. აუცილებელი არის ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს, რომ მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც იფიქრებს ხალხი", - ამბობს კოალიციის წევრი.  

მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ დევნილებიც:

თვითონ მე დევნილი ვარ. თავიანთ შვილებს თუ ჰყოფნით 45 ლარი მეც თანახმა ვიქნები. ერთი ბავშვი რომ იყოლია კაცმა, პატარა ახალშობილი, იმასაც არ ეყოფა 37 ლარი უნდა იმის საჭმელს. 27 ლარი კვირაში და თვეში რამდენია და დაითვალონ. გაუნათლებელი ეგენი არიან თუ მე. რამდენი ხანია ბინაზეა ლაპარაკი, რომ მოგცემთ, მოგცემთო, მაგრამ არ ჩანს ეგ ბინები", - ამბობს დევნილი.