სინდისის პატიმრების მშობლები ევროპული მხარდაჭერის მოლოდინში

15.03.25 17:36
სინდისის პატიმრების მშობლები ევროპული მხარდაჭერის მოლოდინში

სინდისის პატიმრების მშობლები ევროპული მხარდაჭერის მოლოდინში - პროევროპულ აქციაზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები სრულად იზიარებენ სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის მოწოდებას.

გლდანის საპყრობილეში გამოკეტილი ირაკლი ქერაშვილის დედა მისი შვილის მიმართვას სრულებით იზიარებს.

ჩემი ირაკლი ძალიან ნათლად მოაზროვნე გახლდათ. მე თვითონ არ ვიცნობდი ასე ნათლად ჩემს შვილს. ისეთ აზრებს გამოხატავს თავისი წერილების მეშვეობით, შეხვედრებისას. ყოველთვის ჰქონდა ასეთია აზრები, რომ დედა ჩვენ ისეთი ერი ვართ, ასეთი უძველესი ერი მენტალურად ევროპელები ვართ, - ამბობს ირაკლი ქერაშვილის დედა.  

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედაც ფიქრობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების რეაგირება მნიშვნელოვანია, რათა საქართველო "რუსეთის კლანჭებში" არ აღმოჩნდეს.

მოვისმინე ირაკლის მიმართვადა რომც არ მომესმინა ასე ვფიქრობთ ჩვენც თუ არ იქნება მართლა სტრატეგიული რეაგირება და ეს ბიძინა ივანიშვილი მოიგებს ამ ომს მაშინ ჩვენ ისევ აღმოვჩნდებით რუსეთის კლანჭებში არ უნდა დავთმოთ ეს ", - ამბობს მარიზი კობახიძე.

ზვიად ცეცხლაძის მამის თქმით კი, მთავარი ბერკეტი ევროპის ხელშია და ივანიშვილის გუნდს წევრები უნდა დასანქცირდნენ.

პოლიტპატიმრები და მათ შორის ზვიადი ძალიან მედგრად, მხნედ არიან და ავრცელებენ თავიანთ მოსაზრებებს, როგორ წარმოუდგენიათ გარეთ ბრძოლის გაგრძელება. ირაკლი ამბობს, რომ საერთაშორისო ჩართულობა უნდა იყოს უფრო მეტი, რასაც მე აბსოლუტურად ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ მთავარი ბერკეტი ევროპის ხელშია და ბერკეტი მდგომარეობს სანქციებში", - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

ცნობისთვის, სინდისის პატიმარმა, ირაკლი ქერაშვილმა ევროპული ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართა. იმედი მაქვს სანქციები არ დაიგვიანებს - წერსს სინდისის პატიმარი ირაკლი ქერაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები