წალენჯიხაში ხანძარია - ცეცხლი 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩენილი
წალენჯიხაში ხანძარია - ცეცხლი 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩენილი. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია წერს, რომ საჩინოში ხანძრის კერა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება.
ამ ეტაპზე წალენჯიხაში ზუსტად 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი. მათ შორის საყურადღებოა, საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, მან უკვე დააზიანა რამდენიმე სასაფლაო, ლეხულორდეში!
მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანაა, ორივე ადგილზე მუშაობს თუმცა ქარი ართულებს ცეცხლის ლიკვიდაციას.
სავარაუდოდ ცეცხლის მიზეზი არის მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა, რაც დასჯადი ქმედებაა!" - წერს ბელქანია.