გელა მთივლიშვილი: ავტობანზე თავს შეიარაღებული სპეცრაზმელი დაგვესხა

15.03.25 19:18
გელა მთივლიშვილი: ავტობანზე თავს შეიარაღებული სპეცრაზმელი დაგვესხა

"მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წეროვანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თავს დაესხა.

წეროვანთან, ავტობანზე, თავს დაგვესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი". - წერს ჟურნალისტი.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. "პირველების" რედაქცია დეტალებს ამ წუთებში არკვევს.