პროტესტის 108-ე დღე - ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოქალაქეები იკრიბებიან

15.03.25 19:50
პროტესტის 108-ე დღე - ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოქალაქეები იკრიბებიან

საქართველოში პროტესტის 108-ე დღეა - ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოქალაქეები იკრიბებიან. ქუჩაში გამოსული ხალხი ცოტახანში მსვლელობას დაიწყებს და მარშით საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებს. 

პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ამბობენ, რომ დღევანდელ საქართველოში, სადაც ივანიშვილმა დიქტატურა დაამყარა, ცხოვრება სირცხვილია.

ეს არის სოლიდარობის მარში. სამარცხვინოა დღევანდელ ქვეყანაში, დიქტატურაში, ავტორიტარიზმში ცხოვრება. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ და გავმართავთ მარშს. ეს იქნება დასაწყისი გაზაფხულის იმ აქციებისა, რომელსაც ბათუმი ხელისუფლებას აჩვენებს". - განაცხადა მათე ცენტერაძემ.