წყარო: ძალოვანებმა ქილერის ვინაობა დაადგინეს

15.03.25 21:55
წყარო: ძალოვანებმა ქილერის ვინაობა დაადგინეს

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, თბილისში მომხდარი შეკვეთილი მკვლელობის ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. წყარო, ძალოვნებიდან "ტვ პირველის" რედაქციას აწვდის ინფორმაციას, რომ ქილერის ვინაობა დაადგინეს. 

ის 49 წლის მამაკაცია, რომელიც წყაროს ცნობით, ძალოვან სისტემაში მუშაობდა, რის შემდეგაც კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, კაცი კახეთში ცხოვრობდა, სადაც სავარაუდოდ საგამოძიებო მოქმედებები თბილისის მსგავსად ჩატარდა. 

"შაბათის ეთერისთვის" უცნობია, დაკავებულის თუ არა მკვლელობაში ბრალდებული. 

წუხელ, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული მამაკაცი - ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა.