მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა
მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ფაქტის ამსახველ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თვითმხილველი ავრცელებს.
ღამით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეებმა და მაშველებმა მძღოლის უვნებლად ამოყვანა შეძლეს.
სხვა დეტალები უცნობია.