თბილისში 21 წლის ბიჭი საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს

16.03.25 15:27
თბილისში 21 წლის ბიჭი საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს

თბილისში გამთენიისას 21 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზდას ცივი იარაღით გაუსწორდნენ. მამაკაცს, სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში.

სიტყვიერი დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. "პირველების" ინფორმაციით, ჩხუბში არასწრულოვნებიც მონაწილეობდნენ. 

მოკლულის მეგობრები ყვებიან, რომ გიორგი ახალაია ბარ "სახელოსნოში" მარტო იმყოფებოდა, სადაც ის დაბადების დღის გადახდას გეგმავდა და დეტალების გასარკვევად იყო მისული.

ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი ხანი მოვდიოდი. შიგნით დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. იყვნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაც მოუვიდათ კონფლიქტი და შემდეგ მივიღეთ ასეთი... როგორც მითხრეს, მარტო იყო, გულის არეში ჰქონდა დაზიანება მიღებულიო. ძალიან დიდი რაოდენობით სისხლის სდიოდა და ვერ შეაჩრეებს სისხლდენა და მივიღეთ ფატალური შედეგი. როგორ ვიცი, ამ პირებიდან დაკავებული არავინაა. რატის ბარში მუშაობდა დაცვაში. ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია, - ამბობს ახალაიას მეგობარი.

სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგ ახალა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმება მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

სასტიკი მკვლელობიდან უკვე რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა შსს ამ დრომდე არ გამოუკითხავს ბარის ადმინისტრაციის თანამშრომლები და არც სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები დაუთალიერებია.

საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა, თუმცა ჯერჯერობით მომხდარზე დაკავებული არავინაა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

მსგავსი სიახლეები