სააპელაციომ ჩიკვაიძის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო - ოჯახი ბოლომდე ბრძოლას აანონსებს
სააპელაციო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძის სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო. ბიზნესმენის ადვოკატი აღკვეთის გადასინჯვას ითხოვდა, მაგრამ მურუსიძის მართულმა სასამართლომ უარით გაისტუმრა.
რადგან საქართველოში სამართალი ვერ იპოვეს, ჩიკვაიძის ახლობლები ახლა საქმის წაღებას სტრასბურგში აანონსებენ.
რა თქმა უნდა, ესევ დაემატება იმ ჩვენს საქმეს და გაიგზავნება სტრასბურგში იმ ყველა მტკიცებულებასთან ერთად, რაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი და რითაც ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ უდანაშაულოები და გიორგი არის ნამდვილად პოლიტპატიმარი. უჭირს გადაადგილება, აქვს თავბრუს ხვევები. არის ძალიან შემართებით, იმაზე შემართებით, ვიდრე თქვენ თვალს ადევნებდით გაღეტ ყოფნის დროს მის ლაივებს, ტელევიზიაში მის კომენტარებს. მისი სიტყვებია, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და არანაირი დათმობები. მინდა, აქედან გიორგი ვუსურვო ჯანმღტელობა და გამძლეობა. მინდა, რომ სემართებით იყოს, - ამბობს ბიზნესმენი ირაკლი პაპიაშვილი.
გიორგი ჩიკვაიძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მებრძოლი და პრინციპული ადამიანია, ამიტომ გართულებების მიუხედავად, მის გადაწყვეტილებას შიმშილობასტან დაკავშირებით, პატივს სცემს. ეკა წერეთელი პირდაპირ ამბობს, რომ მისი შვილის ივანიშვილის ხელისუფლებას ძალიან ეშინია.
ეს კატეგორიული გადაწყვეტილება ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი როგორც დედისთვის, ისე ექიმითვის. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ინსულირეზისტენტობის ინდექსი მაღალი, ფაქტობრივად, პრედიაბეტური ფაზა და შიმშილობა მისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ არის მეორე თემა. ის არის პრინციპულად მებრძოლი ადამიანი, რასაც მე უნდა ვცე პატივი. ძალიან რეზონანსული საქმია და როგორც ვატყობ, ძალიან ეშინიათ ჩემი შვილის. თქვენ პატარა ადამიანები ხართ, იქით მხარეს მდგომი ადამიანები. მე შევეცდები, ყველა ეტაპზე ბოლომდე ვიბრძოლო. როგორც ერთმა ადამიანმა, რომელსაც წელიწადნახევარია ყველაფერი გაუჩერეს, მან ქედი არ დაუხარა, ის იბრძის, ისინი ებრძიან საღ იდეას, - ამბობს ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი.
რეჟიმის მძევალი ბიზნესმენი ახლა გლდანის ციხეშია. ის ხუთი დღეა შიმშილობს და პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებით აპროტესტებს ივანიშვილის შურისძიებას და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.