ასეთი ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი ბიზნესისთვის არამომგებიანია - ზვიად ჭუმბურიძე

21.03.25 11:40
ასეთი ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი ბიზნესისთვის არამომგებიანია - ზვიად ჭუმბურიძე

 

 

ასეთი ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი ბიზნესისთვის არამომგებიანია - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ზვიად ჭუმბურიძემ გააკეთა. საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიის პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკას მძიმედ დაარტყა.

"ოცნების" წევრები გავიდნენ ქალაქში და ნახონ როგორი ფასებია - ამბობს ჭუმბურიძე და აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ მოტანილი 11%-იანი ზრდა მხოლოდ ფარატინა ფურცელზე დაწერილი ციფრებია, რეალობა კი სხვა სურათს აჩვენებს. 

დილიდან თბილისში საბანკო სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც კრიზიდისან გამოსვლის გზებზე მსჯელობენ.

ნებისმიერ ქართველ მოქალაქეზე ასეთი ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი ყოველთვის არამომგებიანია და მითუმეტეს ბიზნესისთვის, იმიტომ, რომ ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუშაობს, ვითარდება. არ იქნება სტაბილური ვითარება და იქნება პოლიტიკური კრიზისი, ყოველთვის იქნება დიდი კითხვის ნიშანი შენი ეკონომიკური განვითარების. ფურცელზე დავწერთ ერთია, რეალობა მეორე. მმართველი პარტიის წევრები გავიდნენ და ნახონ, ქალაქში როგორ მუშაობს ბიზნესი და რა არის ბიზნესისთვის საჭირო , როგორი ფასებია ნახეთ. ვინმეს შეეტყო ის ეკონომიკური ზრდა 11%-ზე მეტი რომ იყო იანვარში? გამორიცხულია, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვიცით, როგორი ვითარებაა ქვეყანაში. ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთთან, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ვგულისხმობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს შენ უნდა გქონდეს და ამაზე უნდა იმუშავო, მაგრამ აქ არის სწორედ დეფინიცია, განსაზღვრა რა არის შენთვის მთავარი - შენთვის მთავარია, შენი ქვეყანა ევროპულ მიმართულებაზე იყოს, განვითარდეს, დემოკრატიული საზოგადდოებას იყოს, შექმნას სამოქალაქო საზოგადოება და ჰქონდეს სასამართლო სისტემა, ინსტიტუციები ააწყო, მუშაობდეს ყველაფერი ისე, რომ შენი საზოგადოება განვიოთარდეს, თუ ვიღაცა, ამ შემთხვევაში, ჩინური კომპანიის ინტერესი გაითვალისწინო. ჩათვალეთ, რომ ჩინელებს და ყველა ქვეყანას აქვს თავისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი, რომელსაც, პირველ რიგში მათი პრიორიტეტების შესაბამისად ახორციელებენ", -ამბობს ჭუმბურიძე.