მაკრონმა პარიზში 27 მარტს უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი დააანონსა

21.03.25 11:45
მაკრონმა პარიზში 27 მარტს უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი დააანონსა

ემანუელ მაკრონმა პარიზში 27 მარტს უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი დაანონსა. მისი თქმით, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის ლიდერები მომავალ ხუთშაბათს პარიზში შეხვდებიან, სადაც ომში მყოფ ქვეყანაში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხს განიხილავენ. 

მომავალ ხუთშაბათს ჩვენ გავმართავთ "მსურველთა კოალიციის" მორიგ შეხვედრას პარიზში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანდასწრებით, - განუცხადა მაკრონმა მედიას.