"პოლიცია პლედებს ჩხრეკდა და ასურათებდა" - აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ღამე წვიმაში, უმძიმეს პირობებში გაათენეს

21.03.25 12:07
"პოლიცია პლედებს ჩხრეკდა და ასურათებდა" - აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ღამე წვიმაში, უმძიმეს პირობებში გაათენეს

 

პარლამენტთან პროტესტი არ წყდება - ხალხმა ღამე წვიმაში, უმძიმეს პირობებში გაათენა.

უამინდობისს მიუხედავად, აქციის მონაწილეებიც ამ წუთებშიც  საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან იმყოფებიან და უცვლელი მოთხოვებით უწყვეტის პროტესტის რეჟიმში არიან.  მშვდიობიანი პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ახალ აჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. 

სრულ მზადყოფნაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ყველას ვინც ცდილობს რომ დემონსტრატნეტს მიუახლოვდეს, აჩერებენ და ჩხრეკენ. ასე მოხდა წუხელაც, როცა ხალხმა სტუდენტებისთვის თბილი პლედების და ტანსაცმლის მიტანა მოისურვა. პოლიციამ  ყველა მათგანი გააჩერა და ნივთების დაფოტოსურათება დაიწყო.

წყალი დგას, ძალიან რთული პირობებია აქ, რომ ღამე გაათენო. ვიღაცას სურვილი რომ უჩნდება, რომ პლედები წაგვართვან, გაჩხრიკონ  და თან დაასურათონ, ეს მათ სახეზე მეტყველებს. ფეხზე ვიდექით, ვერც დავიძინეთ ამ წვიმაში სად დავწვებოით ასეთ პირობებში", - ამბობს აქციის მონაწილე.