სამარცხვინო ხარ, 3 წლის ბავშვი მყავს და ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე - მეგი კობალაძე ქანთარიას
ბათუმის დრამატულმა თეატრმა, სამხატვრო ხელმძღვანელის, ნუკრი ქანთარიას ბრძანების საფუძველზე მეგი კობალაძეს ჯანმრთელობის დაზღვევაც გაუუქმა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი წერს.
- ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მსახიობს თეატრმა, ასევე ნუკრი ქანტარიას ბრძანების საფუძველზე, ხელფასი 6 თვით შეუწყვიტა.
- ბრძანებაში წერია: "მდგომარეობა არ იყოს ისეთი განსაკუთრებული, რომ ვერ ეთამაშა სპექტაკლი. სოციალურ სივრცეში დაწერა გაფიცვის შესახებ და ამავდროულად არ წარმოადგინა ბიულეტენის გახსნისთანავე სამედიცინო ცნობა",
Aleksandre Kantaria სამარცხვინო ხარ. ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე ❤️ 3 წლის ბავშვი მყავდა დაზღვეული, რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ, შვილიშვილები მაინც არ გყავდეს სახლში და არ იცოდე მათი საჭიროებები. გაუმართლებელი ხარ! აქამდე მეცინებოდა შენს სასტიკ საყვედურებზე, ხელფასის დაქვითვაზე, მაგრებ იმდები ადამიანობა არ გეყო ჯანმრთელობის დაზღვევა დაგეტოვებინა, ბავშვის გათვალისწინებით მაინც", - წერს კობალაძე.
შეგახსენებთ, ყველაფერი იმით დაიწყო, რაც მსახიობმა მეგი კობალაძემ ქანთარიას მზია ამაღლობელის შიმშილობაზე პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა, რის შემდეგაც ქანთრია მას სამსაუხრიდან გაშვებით დაემუქრა.
- თეატრის მსახიობების ნაწილი ამბობს, რომ სამოქალაქო პოზიციის გამო ქანთარია მათ გაგდებით ემუქრება, ხელფასებს კი მხოლოდ იმ არტისტებს უზრდის, ვინც პროევროპულ აქციებზე არ დადის. თეატრის ხელმძღვანელი სწორედ იმ მსახიობმა ამხილა, რომელიც ქანთარიას ნდობის ჯგუფში ვერ მოხვდა.