ბიზნესის შეხვედრა თბილისში - "პასუხისმგებლობა არის მთავრობაზე... ველოდებით, ვინმემ იქნებ თქვას, მაპატიეთო"

21.03.25 13:50
ბიზნესის შეხვედრა თბილისში - "პასუხისმგებლობა არის მთავრობაზე... ველოდებით, ვინმემ იქნებ თქვას, მაპატიეთო"

 

 

თბილისში დილიდან საბანკო სექტორი, მცირე და საშუალო ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობს - ბიზნესმენები ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ივანიშვილის მთავრობას აკისრებენ. 

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კოტე გაბრიჩიძე "პირველებთან" ამბობს, რომ "ოცნების" პოლიტიკის გამო ქვეყანაში ბევრი რესტორანი და სასტუმრო გაჩერდა. 

სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, მაპატიეთო, ველოდებით ახლა აქაც, ვინმე იქნებადა თქვას მაპატიეთო - ამბობს გაბრიჩიძე და პირდაპირ აცხადებს, რომ "პასუხისმგებლობა ყველა ვარიანტში მთავრობაზეა"

მოუმზადებელი არ უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ კრიზისი იქნება. ზამტარი რომ მოდის, უნდა მოემზადო ხო წინასწარ და ვაიმე თოვლი მოვიდა, ესე არ უნდა იყოს, თოვლისაწმენდი უნდა გქონდეს, ზაფხულში უნდა მოეზადო ზამთრისთვის. გავიარეთ ძალიან მძიმე ზამთარი. ძალიან ბევრის რესტორანი და სასტუმრო დაიხურა. პასუხსიმგებლობა რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ სიტუაციაში - ბავშვი რომ ცეცხლს გააჩენს, ასანთი ვინ მისცა, მშობელმა ხო? პასუხისმგებლობაც მშობელზეა. აქაც იგივე პრინციპია. პასუხისმგებლობა არის ყველა ვარიანტში მთავრობაზე. სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, მაპატიეთო, ველოდებით ახლა აქაც, ვინმემ იქნებადა თქვას მაპატიეთო, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არის ასეთი პრეცედენტი საქართველოში დაფიქსირებული. გამოვსოწრდებიო, ასეთი რაღაცაც ითქვა, ნუ აი ველოდებით გამოსწორებას", - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.