"საქართველოში რუსეთის სადაზვერვო ქსელია გაშლილი" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი
რის გამო დაიწყეს რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართველი მებრძოლების პირადი ინფორმაციების გავრცელება? - უკრაინაში მებძოლ ჯარისკაცებს აქვთ ეჭვი, რომ უკანონო ქმედების უკან გაშიფრული სქემაა.
კავკასიური დაზვერვის ცენტრის ჯარისკაცი "პირველებს" უყვება, რომ საქართველოში რუსეთის სადაზვერვო ქსელია გაშლილი, რომელიც მთელ ქვეყანაში საეჭვოო კომპანიების სახით ოპერირებს. თუმცა, ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს.
ჯარისკაცებში ქართველი მებრძოლების დოსიეების გასაჯაროებამ გააღრმავა ეჭვი, რომ რუსული სპეცსამსახურები ქართულ მხარესთან შეთანხმებით მოქმედებენ. სწორედ ამ დოსიეების გასაჯაროებას ემთხვევა რუსული სასამართლოს მიერ 25 წლიანი პატიმრობის მიცემა მიხეილ ბატურინისთვისაც.
სასამართლო ჩატარდა, როგორც რუსეთის საიტები იუწყებიან, 13 მარტს და კიდევ ერთი სასჯელი გამომიტანეს - 25 წელი. მანამდე იყო 18 თუ აღარ მახსოვს უკვე რამდენი. კავკასიის დაზვერვის ცენტრი ფლობს და მუშაობს ძალიან ბევრ ინფორმაციაზე რუსეთის სადაზვერვო ქსელის შეახებ, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან არის გაშლილი. თავის აგენტურის მეშვეობით აგროვებენ ინფორმაციებს საქართველოში და საქართველოს ძალოვნები აძლევენ იმის საშუალებას, თანამშრომლობენ რუსეთის სპეცმსასახურებთანაც. უამრავი რუსეთის დაარსებული ფირმები აწარმოებენ შპიონაჟს და ვინც იქ ვადევნებთ თვალს, ჩვეულებრივი რუსული სტილი, რეპრესიები, დაშინების მცდელობა, რასაც ახლა საქართველოში აკეთებს რუსეთის ადმინისტრაცია, - ამბობს ჯარისკაცი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის, მიხეილ ქამხაძის შესახებ, რომელსაც რუსეთმა დაუსწრებლად 23 წელი მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ აღმოჩენილია რუსული ვებგვერდი, სადაც ქართველი ჯარისკაცების შესახებ სრული ინფორმაციებია გამოქვეყნებული. ცნობები, ფაქტობრივად, მათი დაბადებიდან დღემდე - საცხოვრებელი ადგილების და ოჯახური მდგომარეობის შესახებაც კი იძებნება.