მარცხენა ფეხს ვერ გრძნობს, გადაადგილდება ეტლით, გაუარესებული აქვს მხედველობაც - ჩიკვაიძის ადვოკატი

21.03.25 17:27
მარცხენა ფეხს ვერ გრძნობს, გადაადგილდება ეტლით, გაუარესებული აქვს მხედველობაც - ჩიკვაიძის ადვოკატი

 

 

გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ ფასდება. ბიზნესმენი ცოტა ხნსი წინ მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. როგორც ადვოკატი "პირველებს" ეუბნება, გიორგი ჩიკვაიძე ისევ ეტლით გადაადგილდება, ასევე მგრძნობელობა არ აქვს მარცხენა ფეხში და დრეს გაუუარესდა მხედველობაც.

ადვოაკატი და პატიმარი ბიზნესმენის ოჯახი ჩიკვაიძის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით უფლებადამცველმა უკვე მიმარტა პენიტენციურს. 

მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. გადაადგილდება ეტლით. მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და დაყრდნობა არ შეუძლია. დღეს უკვე მხედველობაც გაუარესებული აქვს და ფოკუსირება უჭირს. ანალიზები და კვლელები ჩატარებული აქვს, მაგრამ დიაგნოზი ჯერჯერობით არ არის. შესაბამისად მკურნალობაც არ არის ჯერ დასახული. ამ ეტაპზე მოხდა მისი გადაყვანა მე-18 დაწესებულებაში, შესაბამისად, ჩვენ უკვე მივმართეთ განცხადებით, რომ გიორგი გადაყვანილ იქნას სამოქალაქო კლინიკაში, რათა დროულად მოხდეს მისი მკურნალობა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს", - განაცხადა ადვოკატმა. 

დღეს ჩიკვაიძის შიმშილობის მეათე დღეა.  ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.  

პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები