საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია დაანონსდა - უშვებს თუ არა კალაძე სამსახურიდან ევროპული მომავლის გულშემატკივრებს

21.03.25 20:43
საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია დაანონსდა - უშვებს თუ არა კალაძე სამსახურიდან ევროპული მომავლის გულშემატკივრებს

ადგილობრივი არჩევნების წინ საბავშვო ბაღებში წმენდა დაიწყო. თბილისის მერიამ აქ დასაქმებულები გააფრთხილა, რომ შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩნენ.

დოკუმენტით, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა, დგინდება, რომ ყველა თანამშრომელი გააფრთხილეს რეორგანიზაციის შესახებ. მერიიდან უკვე გათვაისუფლებულებმა ზუსტად იციან, რას ემსახურება ეს რეორგანიზაცია და რა მიზანი აქვს კალაძეს. 

ვისაც საჯარო ბაგა-ბაღებთნ ჰქონია შეხება, ყველა თანხმდება, რომ ბაღებში კადრების დეფიციტია, აღმზრდელების რაოდენობა პატარების მიმართვიანობას ვერ აუდის. ასეთ დროს გამოცხადებული გათავისუფლებების სერია კი, ერთის მხრივ, სტრესულ გარემოს უქმნის აღზრდელებს, რაც თავის მხრივ, აზიანებს ბავშვებს. ეჭვგარეშეა, რომ კალაძე ხელისუფლების არამომხრებიის გაცხრილისთვის ემზადება.

ადგილობრივი არჩევნების წინ საჯარო სამსახურში კალაძეს ყველაზე მეტად სანდრო კადრები სჭირდება. არაერთი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ბაღის თანამშრომლებს მერი პარტიული დავალებებისთვის იყენებს. ბაღების სააგენტო მერიას დაქვემდებარებული ერთ-ერთ ყველაზე დიდი უწყებაა, ამიტომ ოპოზიციის შეფასებით, აქაც დიქტატურა ფორმდება. 

რცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები