ოლიგარქს გეგმა ჩაუვარდა - რუხაძე ივანიშვილის მაშველი რგოლის როლს ვეღარ შეითავსებს

21.03.25 20:31
ოლიგარქს გეგმა ჩაუვარდა - რუხაძე ივანიშვილის მაშველი რგოლის როლს ვეღარ შეითავსებს

ირაკლი რუხაძე ივანიშვილის მაშველი რგოლის როლს ვეღარ შეითავსებს. დიდი ბრიტანეთი ბიზნესმენს სანქციებს უმზადებს. ჯეიმს მაკკლერი, ბრიტანელი დეპუტატი მთავრობისგან, ითხოვს, სანქციების ქვეშ მოაქციონ ირაკლი რუხაძე და მისი ბოსი ბიძინა ივანიშვილი. გაერთიანებულ სამეფოში გაოცებულები არიან, როგორ ოპერირებდა უკონტროლოდ წლების განმავლობაში რუხაძე მათ ქვეყანაში და პარალელურად, რუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა. სავარაუდოდ, სწორედ სანქციებისგან თავის ასარიდებლად გადაუფორმა ცემენტის ბიზნესის საკონტროლო პაკეტი ივანიშვილმა რუხაძეს, თუმცა ოლიგარქის გეგმა ჩავარდა.  

ირაკლი რუხაძე "ოცნების" რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია. ექპსერტები ვარაუდობენ, რომ ივანიშვილმა სპეციალური სქემა შეიმუშავა - წამგებიანი ტელეკომპანიის შენახვის სანაცვლოდ ირაკლი რუხაძე ცემენტის ბიზნესში შეიყვანა. ახლა ყოფილი "ჰაიდელბერგ ცემენტი" "ჰანველ ცემენტია" და რუხაძის საინვესტიციო კომპანიის სახელის ქვეშ მუშაობს. ოლიგარქი რუხაძესთან ერთად დიდ ფულს აკეთებს და პირობებსაც ასრულებს, მაგრამ ახლა უკვე რუხაძეც სანქციებს ელოდება.

ირაკლი რუხაძის სანქცირების საკითხი დღის წესრიგში დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში დავის წაგების შემდეგ დადგა. ქართველი ბიზნესმენი კომერციული შეთქმულების ავტორად გამოაცხადეს. ინგლისისა და უელესის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ 7 წლიანი დავის შემდეგ თქვა, რომ რუხაძემ ბადრი პატარკაციშვილის აქტივების განკარგვის საკითხში შეთქმულება მოაწყო, ამისთვის კი ახლა 170 მლნ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები