CPJ: "ავტორიტარული "ოცნების" ხელში FARA-ს ფართო დებულებებმა შეიძლება მოსპოს დამოკიდებული პრესა"

21.03.25 18:50
CPJ: "ავტორიტარული "ოცნების" ხელში FARA-ს ფართო დებულებებმა შეიძლება მოსპოს დამოკიდებული პრესა"

"ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ FARA-ს მეორე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს - CPJ წერს, რომ კანონპროექტი საქართველოში დამოუკიდებელ პრესას საფრთხეს უქმნის.

CPJ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედია ჯგუფებს ეშინიათ, რომ კანონპროექტს, რომელსაც "ქართული ოცნება" აშშ-ის კანონის "ზუსტ ასლს" უწოდებს, სადამსჯელო ფუნქცია ექნება, ვიდრე შეერთებულ შტატებში, სადაც კანონი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიმართ იშვიათად გამოიყენება.

CPJ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მეორე მოსმენით დამტკიცებას. მზარდი ავტორიტარული მმართველი "ქართული ოცნების" ხელში, FARA-ს ფართო დებულებებმა და სისხლის სამართლის სანქციებმა შეიძლება მოსპოს საქართველოს დონორებზე დამოკიდებული დამოუკიდებელი პრესა და მედია ადვოკატირების ჯგუფები", - განაცხადა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა. 

"ქართული ოცნება" ერთი და იგივე კანონს, უკვე მესამედ იღებს. პარლამენტმა რუსული კანონი, ჯერ მიიღო, შემდეგ გაიწვია, შემდეგ ისევ შემოაბრუნა და თავიდან დაამტკიცა. ახლა იგივე კანონს, ამერიკული ფარა დაერქვა, გადმოითარგმნა, თუმცა ისევ ცვლიან. 

ამერიკული ფარა, მათ შორის, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მთავარი განსხვავება ძველ და ახალ კანონს შორის ეს არის. თუკი მაგალითად ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეს პუნქტი გაუქმდება, ახალი კანონი ძველს დაემსგავსება და ქვეყანაში ორი ერთნაირი "რუსული კანონი" გვექნება. 

ერთპარტიულმა პარლამენტმა აშშ-ში მოქმედ, "სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ" FARA-ს კანონპროექტს II მოსმენით მხარი 18 მარტს დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები