ქართველი ჯარისკაცების სრული დოსიეები რუსეთის ხელში აღმოჩნდა

21.03.25 20:49
ქართველი ჯარისკაცების სრული დოსიეები რუსეთის ხელში აღმოჩნდა

აღმოჩენილია ახალი რუსული ვებგვერდი, სადაც ოკუპანტები ქართველი ჯარისკაცების პირად მონაცემებს ასაჯაროებენ. დოსიეები დეტალურია და მეომრების დაბადებიდან დღემდე სრულ ინფორმაციას ასახავს - მშობლები, მრწამსი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა და საცხოვრებელი ადგილები. როგორც ჩანს, რუსეთმა სპეცსამსახურების შიდა ბაზების გასაჯაროება გადაწყვიტა. 

უკრაინის ომიდან სამშობლოში დაბრუნებული მებრძოლი ამბობს, რომ საიტი რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ არის შექმნილი. ჯარისკაცების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ოკუპანტი ქვეყნისთვის ქართული სპეცსამსახურების მიერ არის მიწოდებული.

მტკიცების საფუძველს ნადიმ ხმალაძეს მის შესახებ საიტზე განთავსებული ერთი ამბავი აძლევს. ნადიმ ხმალაძის დოსიეში ოკუპანტებმა ისეთი ინფორმაცია შეიტანეს, რაც მხოლოდ მან და გარდაცვლილმა დედამ იცოდა. 

კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ მათ დოსიებზეე წვდომას რუსეთი ქართული სპეცსამსახურების დახმარების გარეშე ვერ მიოპოვებდა, კობა ხაბაზია. მეომარი, რომელიც უკრაინას ოკუპანტებისგან ომში იცავდა, ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნებული სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია კი, რომელიც მან მის შესახებ ქართველ სპეცსამსახურებს მიაწოდა, რუსულ საიტზე ახლა აღმოაჩინა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები