ნაცემი და დაპატიმრებული ჟურნალისტები - როგორ ხვდება საქართველო ჟურნალისტიკის დღეს

21.03.25 20:55
ნაცემი და დაპატიმრებული ჟურნალისტები - როგორ ხვდება საქართველო ჟურნალისტიკის დღეს

საქართველო ქართული ჟურნალისტიკის დღეს 147 დაზარალებული, ნაცემი და დასახიჩრებული რეპორტიორით, ფოტოგრაფით და ოპერატორით ხვდება. 2024 წელი მედიისთვისს ყველაზე მძიმე აღმოჩნდა, რეპრესიული მანქანა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების მკვლელების მცდელობებზე გადავიდა.  

მედიის 147 წარმომადგენლის საქმე საგამოძიებო უწყებებში დევს, თუმცა შედეგი არცერთ საქმეზე არ დამდგარა. არ დაუსჯიათ ვინც გურამ როგავა სიკვდილისთვის გაწირა, არც ის, ვინც მაკა ჩიხლაძეს პირდაპირ ეთერში კლავდა, არც ის, ვინც გიორგი შეწირული სცემა, არცერთი სხვა, ვინც ჟურნალისტებს თავს ესხმოდა და სასტიკად უსწორდებოდა. 

მედიის მარწუხებში მოქცევის მცდელობა და რეპორტიორებზე ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტებისთვის იმის ღია დემონსტრირებაა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ყველაფრის ფასად ცდილობს.

ქართული ჟურნალისტიკის დღეს საქართველო სისნდისის პატიმარი ჟურნალისტით ხვდება. მოძალადეები გარეთ არიან, მზია ამაღლობელი კი ციხეში - ასეთია მედია გარემო, რომელიც "ოცნების" მმართველობამ მოიტანა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები