"ჩემი შვილის პოტენციური მკვლელები გაბიტაშვილი, კელენჯერიძე და თურმანიძე არიან" - ჩიკვაიძის დედა

21.03.25 19:17
"ჩემი შვილის პოტენციური მკვლელები გაბიტაშვილი, კელენჯერიძე და თურმანიძე არიან" - ჩიკვაიძის დედა

"ჩემი შვილის პოტენციური მკვლელები გაბიტაშვილი, კელენჯერიძე და თურმანიძე არიან" - ამის შესახებ ოთხ კედელში გამოკეტილი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ეკა წერეთელმა თქვა, რომ მისი შვილი მე-10 დღეა შიმშილობს, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმე ფატალურად დასრულდება, ბიზნესმენის დედა სრულ პასუხისმგებლობას სწორედ მოცემულ სამ ადამიანს აკისრებს - "გაბიტაშვილო, კელენჯერიძევ, თქვენ სისხლში გაქვთ ხელი".

ეკა წერეთელი გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეჟიმის უკანონო პატიმარს მხედველობა დაუქვეითდა და ფოკუსირება უჭირს. 

ადვოკატი გამოვიდა. მე როგორც ვატყობ, მდგომარეობა უფრო გაუარესებულია. ყველა იმ სიმპტომს, რომელსაც ადრე აღვნიშნავდით, დაემატა, რომ უჭირს ფოკუსირება და დაქვეითებული აქვს მხედველობა. ასეთი პაციენტი მათ უნდა ჰყავდეთ მრავალპროფილურ კლინიკაში. ახალგაზრდა ადამიანი შიმშილობს და შეგნებულად მიდის სავალალო შედეგებისკენ. რას ელოდებით? გადაიყვანეთ თქვენი პატიმარი მრავალპროფილურ კლინიკაში.

ამ ნელ სიკვდილს ჰყავს ჯერჯერობით პოტენციური მკვლელები. პოტენციური მკვლელებიდან სამ რგოლს გამოვყოფდი, პირველი არის საქართველოს გენერალური პროკურორი - გაბიტაშვილი, მეორე - მოსამართლე იზა კელენჯერიძე, მესამე - თაღლითი, მევახშე ბიზნესმენი აჭარიდან ელგუჯა თურმანიძე თავის ბიძაშვილ, პროკურორ ვლადიმერ თურმანიძესთან ერთად. ეს ადამიანები ჩემი შვილი პოტენციური მკვლელები არიან". - განაცხადა ეკა წერეთელმა. 

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა. პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები