ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა - ბიზნესმენები პასუხისმგებლობას ივანიშვილის გუნდს აკისრებენ

21.03.25 20:26
ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა - ბიზნესმენები პასუხისმგებლობას ივანიშვილის გუნდს აკისრებენ

გაკოტრების ზღვარზე მყოფი ქართული ბიზნესი - ოლიგარქის რუსულ ინტერესებს ქვეყნის ეკომონიკა ეწირება. პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი. "ოცნებამ", რომელმაც ევროკავშირზე უარი თქვა, ამ გადაწყვეტილებით ინვესტორები დააფრთხო. აღარავის უნდა ფულის ჩადება ქვეყანაში, რომელსაც რუსეთისკენ მიაქანებენ და სადაც ყველა სახელწმიფო უწყება ერთი კაცის ხელშია.  

რა კრიზისი მოუტანა "ქართული ოცნების" პრორუსულმა პოლიტიკამ ბიზნესს? დღეს ამ თემაზე სალაპარაკოდ საქმიანი წრეების შეიკრიბნენ. ყველა თანხმდება, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ ინვესტორები დააფრთხო. "ოცნებას" ბიზნესმენები ეუუბნებიან, რომ ევროპულ ბაზარს ალტერნატივა არ აქვს, არც ჩინეთში და არც რომელიმე ქვეყანაში.

საქართველი არა მხოლოდ დასავლური ბიზნესისთვის აღარ არის მიმზდიველი. ქვეყანა კარგავს უძრავი ქონების უცხოელ მყიდველებსაც. ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს ატარებდა, აქ ბინის შეძენა და ინვესტირება ყველას უნდოდა, მაგრამ ახლა "ქართული ოცნების" პოლიტიკა და დეველოპერულ ბიზნესზეც ნეგატიურად აისახა.

ბიზნესი უფრო მძიმე სცენარისთვის ემზადება. რესტორატორთა ასოციაციაშიი ღიად ამბობენ, რომ რესტორნები და კაფეები იხურება და მცირე და საშუალო ბიზნესი გადარჩენისთვის იბრძვის.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები