პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტები დააკავეს

21.03.25 20:02
პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უწყვეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტების დაკავება დაიწყო - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის არიან თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ახალგაზრდა კაცი, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა. 

პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.

სველია ყველაფერი. რაც კი აქვთ, რაზეც დაჯდომა შეიძლება, ან რისი დაფარებაც შეიძლება, ყველაფერი არის სველი. სკამები მოიტანეს უბრალოდ. დასვეს აქ და ესაუბრებოდნენ. სპეციალურად არ ჩამოვედით ქვემოთ ზემოთმყოფები, რომ კონფრონტაციად არ ჩათვალონ და ესაუბრონ თვითონ ორ გოგონას-მეთქი. რომ შევხედეთ, ჩოჩქოლი ატყდა, ეჯიკავებოდნენ ბავშვებს, მერე ჩამოვედით. მიაქანებდნენ მანქანისკენ პლასტმასის სკამების გამო. ორი გოგონა, სტუდენტი, თითის ხელები, ჩატენეს მანქანაში. ბიჭი ტაშს უკრავდა უბრალოდ, რისთვის დაიჭირეთო ეკითხებოდა, ისიც ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. ტაშს უკრავდა ბიჭი და ერთი წინადადება თქვა, რატომ დააკავეთო. შენ რამდენს ლაპარაკობო უთხრეს და ჩატენეს მანქანაში". - განაცხადა თვითმხილველმა. 

მსგავსი სიახლეები