"რეჟიმი მზად არის, პოლიციის ხელით ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტოს" - დეკანოიძე

21.03.25 21:48
"რეჟიმი მზად არის, პოლიციის ხელით ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტოს" - დეკანოიძე

"რეჟიმი მზად არის, პოლიციის ხელით ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტოს" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს უმძიმეს პირობებში ხვდებიან, რადგან დეკანოიძის განმარტებითვე, დღესდღეობით, "ქართულმა ოცნებამ" ისეთი გარემო შექმნა, სადაც მედიის მუშაობა უფრო და უფრო საშიში ხდება. 

დღეს ჟურნალისტიკის დღეა. საქართველოში სულ უფრო საშიში ხდება იყო ჟურნალისტი. ეს არის რეჟიმი, რომელიც პოლიციის, რეპრესიული მექანიზმის ხელით, მზად არის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მას უპირისპირდება, ან აშუქებს ობიექტურად მოვლენებს, სასიკვდილოდ გაიმეტოს. მაკას, გურამ როგავას კადრები. ეს ყველაფერი კარგად ვნახეთ. ასევე ვნახე, როგორ ტენიდნენ ახალგაზრდებს მანქანაში. ცუდი ინფორმაცია ყოველდღიურად ტყვიამფრქვევით მოდის. ყოველდღე ვიღაცას აკავებენ, არის ზეწოლა, ადამიანებს სამსახურიდან აგდებენ". - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არიან "ტვ პირველის" ჟურნალისტები და ოპერატორები.  

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ 5000-ლარიანი ჯარიმა პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა.

მსგავსი სიახლეები