რუსთაველის გამზირზე სეუ-ს დაკავებული სტუდენტები გაათავისუფლეს

21.03.25 22:22
რუსთაველის გამზირზე სეუ-ს დაკავებული სტუდენტები გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია გაათავისუფლეს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად თათია აფრიამაშვილი ავრცელებს. ამ დრომდე უცნობია დეტალები კიდევ ერთი დაპატიმრებულის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ლუკა გოგიას შესახებ. 

გელოდებით რუსთაველზე ცეცხლი ოლიგარქიას! გრძელდება უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე! Tako Gvilia" - წერს თათია აფრიამაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - ოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო. 

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა. 

პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.

მსგავსი სიახლეები