ახლობლის ინფორმაციით, სტუდენტს, რომელიც ტაშის დაკვრის გამო დააკავეს, იზოლატორში 48 საათი დატოვებენ

21.03.25 22:36
ახლობლის ინფორმაციით, სტუდენტს, რომელიც ტაშის დაკვრის გამო დააკავეს, იზოლატორში 48 საათი დატოვებენ

საკანონმდებლო ორგანოსთან დაპატიმრებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ახლობლები "პირველებთან" ამბობენ, რომ აქვთ ინფორმაცია, ლუკა გოგიას წინასწარი მოთავსების იზოლატორში 48 საათის განმავლობაში დატოვებენ. 

ბოლომდე ვიბრძვით, არც დაკავების, არც ცემის და არაფრის შეგვეშინდება. რაც შეეხება ლუკას, მქონდა ინფორმაცია, რომ 48 საათში უნდა გამოუშვან. ამასაც გავარკვევთ აუცილებლად". - განაცხადა მოქალაქემ. 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია გაათავისუფლეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად თათია აფრიამაშვილი ავრცელებს

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - ოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო. 

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა. 

პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.