"დემონსტრანტების დაკავება უსაფუძვლოა და სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული ბრძოლის გამოვლინებაა" - საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" რუსთაველის გამზირზე სტუდენტების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელეს - საია წერს, რომ დემონსტრანტების დაკავება არის უსაფუძვლო და წარმოადგენს სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული და უკანონო ბრძოლის კიდევ ერთ გამოვლინებას.
"პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ, რომ ადამიანების უკანონო დაკავება დანაშაულია" - ხაზგასმულია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი ინვენტარის გარეშე სტუდენტებს ცივ და წვიმიან ამინდში, ღია ცის ქვეშ, სველ ზედაპირებზე უწევთ ღამეების თენება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტის წინ დააკავეს სტუდენტების საპროტესტო აქციაში მონაწილე 3 დემონსტრანტი. დაკავების მიზეზი გახდა სტუდენტების მიერ პარლამენტის წინ სკამების მიტანა, ხოლო კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ დემონსტრანტს ტაშის გამო აკავებენ.
საქართველოს ეროვნულო უნივერსიტეტის სტუდენტები მე-5 დღეა ღამეს პარლამენტის წინ ათევენ. მანამდე ისინი 62 დღის განმავლობაში პროტესტს სეუს #304 აუდოტორიაში გამოხატავდნენ ირაკლი მიმინოშვილის და სხვა დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის სკამების ან პროტესტის გამოხატვის უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა ინვენტარის/დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა შეკრების თავისუფლების დარღვევას წარმოადგენს. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ინვენტარის გარეშე სტუდენტებს ცივ და წვიმიან ამინდში, ღია ცის ქვეშ, სველ ზედაპირებზე უწევთ ღამეების თენება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.
აშკარაა, რომ დემონსტრანტების დაკავება არის უსაფუძვლო და წარმოადგენს სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული და უკანონო ბრძოლის კიდევ ერთ გამოვლინებას.
პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ, რომ ადამიანების უკანონო დაკავება დანაშაულია". - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - ოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.
რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.
პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.