"საქართველოს თავისუფალ ქვეყნად მიჩნევა შეუთავსებელია EU-ს კანონმდებლობასთან და ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს" - გერმანიის სასამართლო
2023 წლიდან გერმანიას საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ჰყავს გამოცხადებული, თუმცა გერმანიის სასამართლომ 21 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომ "საქართველოს თავისუფალ ქვეყნად მიჩნევა შეუთავსებელია EU-ს კანონმდებლობასთან და ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს".
- გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების პროცედურები გართულებულია. თავშესაფრის მაძიებლებს ძირითადად განაცხადზე უარს ეუბნებიან, რადგან ისინი "უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსის მქონე ქვეყნიდან არიან.
ბერლინის ადმინისტრაციული სასამართლო ახლა ქართველი წყვილის საქმეს განიხილავს, რომელთაც იმის გამო, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შეყვანილი, გერმანიის ხელისუფლებამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განუცხადა. წყვილმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
განცხადების თანახმად, წყვილი საჯარო სამსახურში მუშაობდა, თუმცა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების გამო, ქმარი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ცოლს კი საყვედური გამოუცხადეს. წყვილს მოუწია, რომ ქვეყანა დაეტოვებინა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული წლების მანძილზე, ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ მოლდოვას საქმის განხილვისას დაადგინა, რომ არც ერთი ქვეყანა არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.
საქართველოს შემთხვევაში, ეს ეხება ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს" - წერს ბერლინის სასამართლო.