22 მარტს, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი ცნობილია
პროტესტის 115-ე დღე საქართველოში - ცნობილია თბილისსა და რეგიონებში დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი.
თბილისი:
- 19:00 საათზე, აქცია გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“;
- 20:00 საათზე, პროტესტი პარლამენტთან;
- 20:00 საათზე, ჩატარდება „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მარში. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება.
გორი:
- საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია მოთხოვნით - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!
ახალციხე:
- 18:00 საათზე, აქცია შოთა რუსთაველის ძეგლთან;
ბათუმი:
- 19:00 საათზე, აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან, „სამშობლოს სამსახურში!“.
ზუგდიდი:
- 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ „ბრძოლა გამარჯვებამდე!“.
თელავი:
- 19:00 საათზე, მერიის წინ.
ქუთაისი:
- 19:00 საათზე, მერიის წინ, ლოზუნგით - „კი ევროპას, არა რუსეთს!“.
ჩხოროწყუ:
- 20:00 საათზე, მერიის წინ, აქცია - „გაბედე პროტესტი“ ყოველდღე!