"MEGOBARI ACT"-ის მხარდასაჭერი მარში - მასშტაბურ მსვლელობამდე 7 საათზე ნაკლები რჩება

"მეგობარი აქტის" მხარდასაჭერად, თბილისის ქუჩებში დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობამდე 7 საათზე ნაკლები რჩება. მარჯანიშვილზე დაწყებულ მარშს მესამე სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მოქალაქეებთან ერთად გადაინაცვლებენ.
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ლომჯარია იმედოვნებს, რომ დღევანდელი აქცია ამერიკელი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება და მათ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მძაფრად დაანახებს.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტი ტრამპის მხარდამჭერი გზავნილი სენატორი რიშის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი და აქტიური მხარდამჭერია ქართველი ხალხისა და ინიციირებული "MEGOBARI ACTI"-ს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღეს არსებობს ის გარემოებები, რომ ეს აქტი იყოს მიღებული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ახალი არჩევების ჩანიშვნასა და იმ პირების სანქცირებას, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებების არღვევენ. იმედი მაქვს, რომ ეს მარში დაეხმარება იმას, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების ყურადღების ქვეშ აღმოჩნდეს კიდევ უფრო ხმამაღლა და მძაფრად საქართველოში მიმდინარე მოვლენები", - ამბობს ნინო ლომჯარია.
საპროტესტო აქციას უერთდება სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაიაც. მისი თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ამერიკის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამერიკა არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და თავისთავად ცხადია, ყველა ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ქმედება, რომელიც საქართველოში განხორციელდება და რომელიც ამ ქვეყანას დაანახებს, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამერიკის მხარდაჭერა. შესაბამისად, ხალხის ხმა ამ კუთხით იქნება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი და ეს აქცია ამ კუთხით იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება", - ამბობს ლონდა თოლორაია.
ქუჩაში გამოსვლისკენ მოქალაქეებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, ალექსანდრე ბარამიძეც მოუწოდებს. მისი თქმით, "მეგობარი აქტი" საქართველოს გადარჩენის დოკუმენტია.
"მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჯიმ რიშს მხარდაჭერა გამოუცხადა, ასევე როგორც ჩანს, ამით ტრამპმა მხარდაჭერა "MEGOBARI ACT"-საც გამოუცხადა" - აღნიშნავს ალექსანდრე ბარამიძე.
მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპა გამოუცხადა მხარდაჭერა ჯიმ რიშს, ასევე ამით მხარდაჭერა გამოუცხადა "MEGOBARI ACT"-საც, როგორც ჩანს. რაც შეგვეხება ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ გვინდა, რომ ამ აქტს და საქართველოს ფაქტობრივად გადარჩენის აქტს დავუჭიროთ მხარი, რითაც შეგვიძლია მშვიდობის პროტესტით და მშვიდობიანი მარშებით", - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
შეგახსენებთ, 27 მარტს ამერიკის სენატი "მეგობარ აქტს" განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. "მეგობარი აქტის" წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.