"ოცნება" დასავლურ ორიენტაციას გვისპობს - გია ბუღაძე

22.03.25 15:47
"ოცნება" დასავლურ ორიენტაციას გვისპობს - გია ბუღაძე

"მეგობარი აქტის" მხარდასაჭერად, თბილისის ქუჩებში დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობამდე რამდენიმე საათი რჩება. რიგითი მოქალაქეების გარდა, მასშტაბურ მარშში მონაწილეობის მიღებას მხატვარი გია ბუღაძეც გეგმავს. 

ხელოვანი მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც ის აცხადებს, დღეს ქართველებმა დასავლელ პარტნიორებს უნდა აჩვენონ, რომ "ოცნების" პოლიტიკას არ ემხრობიან და სენატში დარეგისტრირებული "MEGOBARI ACT"-ის მიღებას მხარს უჭერენ. 

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მხარდაჭერას, იმიტომ რომ რეალურად ისინი ამას ხედავენ ჩვენი დასავლელი და ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი საზოგადოება იმდენად მომზადებულია და იმდენად მზად არის, რომ რეალური ცვლილებები მოხდეს და ცვლილებები ამ პირობებში, რასაც გვთავაზობს "ქოცობა" შეუძლებელი მოხდეს, იმიტომ რომ ესენინი არიან რუსები და ანგრევენ ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და რაც მთავარია დასავლურ ორიენტაციას გვისპობენ. ასევე, რეალურად ეს მხარდაჭერა ორმაგად მნიშვნელოვანია, ჯერ ჩვენთვის, რომ უფრო მეტნი შევიკრიბოთ და უფრო ხმამაღლა გამოვთქვათ ჩვენი სათქმელი, რომ ჩვენ არ გვინდა რა რეალობასაც დღევანდელი  მმართველი ბანდა გვთავაზობს და მეორე ის, რომ ის დასავლელი პარტნიორები და კონკრეტულად ამერიკელები უნდა ხედავდნენ, რომ ქართველი ერი, ქართველი ხალხი თავის პრინციპულ არჩევანში, აბსოლუტურად პრინციპულია", - ამბობს გია ბუღაძე.

დიდი პროტესტის დღე თბილისში - დღეს, 20:00 საათზე, "მეგობარი აქტის" განხილვამდე 5 დღით ადრე, ევროპული მომავლის მცველები ისევ ქუჩაში გამოდიან. შეკრების ადგილი მარჯანიშვილის მოედანი იქნება. დაგეგმილია მსვლელობა სანაპიროდან რუსთაველის გავლით. საბოლოო ლოკაცია კი საკანონმდებლო ორგანო იქნება. 

შეგახსენებთ, 27 მარტს ამერიკის სენატი "მეგობარ აქტს" განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. "მეგობარი აქტის" წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.