"არ გამიკვირდება, ჩემი მოქმედება ისე შეაფასონ, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა" - ჩიქოვანი

22.03.25 15:59
"არ გამიკვირდება, ჩემი მოქმედება ისე შეაფასონ, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა" - ჩიქოვანი

"არ გამიკვირდება, ჩემი მოქმედება ისე შეაფასონ, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა" - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველი არხის ბორდის წევრების გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა. 

  • საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სადაც პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, ბრალდება, რომ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკაში რეჟიმის ჩარევაზე ხმამაღლა მოსაუბრე ჟურნალისტები ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, სიმართლის პატარა მარცვალსაც კი არ შეიცავს. 

ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტიკის დღეს შევხდით ისე, რომ მზია ამაღლობელი არის ციხეში იმ ქმედებისთვის, რომლისთვისაც არანაირი, არც ლოგიკური, არც სამართლებრივი და არც სამართლიანი მიზეზი არსებობს, რომ ადამიანი საპყრობილეში იყოს, ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ახლა ჩემი მოქმედება შეაფასონ, როგორც ის სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეაფასეს, რომ ეს არის წინასწარი განზრახვით ჯგუფური მცდელობა ხელში ჩაგვეგდო ჯერ ტელევიზია და შემდეგ ეს პროცესები მიგვემართა სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით. ასეთი კუდი რომ მოაბან ჩვენს განზრახვას საქმიანი პროცესი წაგვემართა და სიმართლე გვეთქვა, ნამდვილად არ გამიკვირდება", - ამბობს ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრულა. პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს. 

სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს. 

მსგავსი სიახლეები