მასშტაბურ მსვლელობამდე 3 საათი რჩება - ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირების მოთხოვნით ხალხი კვლავ ქუჩაში გადის

22.03.25 17:03
მასშტაბურ მსვლელობამდე 3 საათი რჩება - ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირების მოთხოვნით ხალხი კვლავ ქუჩაში გადის

ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირების მოთხოვნით, ზუსტად 3 საათში, თბილისში მასშტაბური მსვლელობა გაიმართება - პროტესტი 20:00 საათზე იწყება. შეხვედრის ადგილი მარჯანიშვილის მოედანია. 

ადამიანები, რომლებმაც "ქართული ოცნების" რეპრესიები საკუთარ თავზე გამოცადეს ქუჩიდან გეგმავენ, რომ ამერიკელ მეგობრებს მიმართვა გაუგზავნონ. ივანიშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეები გაჩერებას არ აპირებენ, თუმცა ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორების აქტიურობის გარეშე ბრძოლა რთული იქნება. 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში "MEGOBARI ACT"-ის განხილვამდე 5 დღით ადრე, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის, რატომ არის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რუსული სტილის დიქტატურის დამარცხება. 

საინიციატივო ჯგუფი "დამკვირვებლები" ვუერთდებით აქციას, რომელიც მიზნად ისახავს "მეგობარი აქტის" მხარდაჭერას. ეს იქნება ძალიან კარგი მესიჯი ამერიკის მხრიდან ჩვენი პროტესტის გაძლიერების, საქართველოს დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდანაც გავაგონოთ ხმა სენატორებს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, მხარს ვუჭერთ ამ აქტს და ძალიან დაგვეხმარება ამ ბრძოლაში მათი მხრიდან "მეგობარი აქტი". - განაცხადა მოქალაქემ. 

შეგახსენებთ, 27 მარტს, ამერიკის სენატი "მეგობარ აქტს" განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. "მეგობარი აქტის" წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს. 

მსგავსი სიახლეები