პროტესტი პარლამენტთან - სტუდენტები პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და უკანონო ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ
პარლამენტის შენობის გარეთ უწყვეტი პროტესტი არ წყდება-ამ წუთებშიც, რუსთაველზე სეუ-ის სტუდენტები არიან შეკრებილნი და პოლიტიკური რესპრესიების შეწყვეტას და უკანონო ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ისინი კვირაზე მეტია, საკანონმდებლო ორგანოსთან ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს და აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეჩერდება იქამდე, ვიდრე მთავრობა არ გადადგება და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ეს ბოროტების საბუდარი უნდა ჩამოინგრეს. ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენთვის ყველაფერი მიუღებელია, ელემენტარული სკამის შემოტანის გამო, ახალგაზრდებს აკავებენ, მათთვის კი ყველაფერი დასაშვებია, ვერ თმობენ სკამებს, რადგან ძალაუფლებას შეეჩვივნენ, თავიანთ შეძენილ ფულს იცავენ და ამის დათმობა უჭირთ. ივანიშვილისთვის ხომ მთავარი ფულია, მის იქეთ ვერაფერს ხედავს და ხალხი არ აინტერესებს.ამიტომაც, ხალხი გამოუტანს მას განაჩენს“, - ამბობს აქციის მონაწილე.
ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნა, რაც აქ მყოფ ადამიანებს გავერთიანებს არის არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ აქ მანამდე ვიდგებით,სადამდეც საჭირო იქნება, - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.
სტუდენტების პროტესტში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა თაობის და პროფესიის ადამიანები და ასევე, მათ ხშირად უერთდებიან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც.