აფეთქება მარტყოფში - პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია

24.09.21 10:40
აფეთქება მარტყოფში - პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია

მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრის აფეთქებისთვის ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

"პირველებმა" შენობის შიდა ტეროტიორიზე პირველი კადრების გადაღება შეძლო. დაზიანების მასშტაბის მიხედვით, თავდასხმა სავარაუდოდ, წინასწარ იყო დაგეგმილი და ცენტრის ასაფეთქებლად გამოყენებული ყოფილიყო ძლიერმოქმედი ნივთიერება.

ამ დრომდე აღდგენითი სამუშაოები აფეთქებულ  ცენტრში არ დაწყებულა. მოსახლეობა სერვისს ვერ იღებს და კილომეტრების გავლა უწევთ სხვა ცენტრში მისასვლელად. 

მარტყოფში, საზოგადოებრივი ცენტრში, აფეთქება გუშინ მოხდა.